|
2017-01-26 15:01:12, 945 ნახვა
საზოგადოება
2017 წელს თბილისში რაგბის ახალი სავარჯიშო მოედანი მოეწყობა
თბილისს, 2017 წელს, რაგბის თანამედროვე სტანდარტების ახალი სავარჯიშო მოედანი ექნება. თბილისის მერიის ინფორმაციით, რაგბის მოედანი ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონში 120X75 კვ/მ-ფართობზე განთავსდება. მათივე ინფორმაციით, მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, საძირკველში სიმბოლური კაფსულა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან და საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან, ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად ჩადო. დავით ნარმანიამ შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „პროექტი ძალიან საინტერესოა იმით, რომ ეს იქნება მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც ამ უბანს მნიშვნელოვნად გააცოცხლებს და უბნის სპორტულ ცხოვრებას სხვა ეტაპზე გადაიყვანს.აღნიშნულ პროექტსჩვენ წელსვე დავასრულებთ და ამ ტერიტორიაზე მოვაწყობთსათანადო ინფრასტრუქტურით აღჭურვილ და ყველა სტანდარტით უზრუნველყოფილ მოედანს იმისთვის, რომ ჩვენმა მომავალმათაობამჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს და ამ უბანს დავატყოთ ჩვენი ხელი,“ - განაცხადა თბილისის მერმა. პროექტის მიხედვით,ტერიტორიაზე ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა, აშენდება 400 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა, ადმინისტრაციული შენობა კი 500 კვ/მ-ზე განთავსდება. სამუშაოებს ტენდერშიგამარჯვებული კომპანია ,,საბა კონსტრაქშენი’’ განახორციელებს. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის ივლისში დასრულდება. პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 716 440 ლარი გამოიყო. (NS)
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)