|
2017-01-26 14:20:55, 2559 ნახვა
ეკონომიკა
ევროკავშირი საქართველოს ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების გამოძიებების უნარების გაძლიერებაში ეხმარება
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის, „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ შედეგების შეჯამება მოხდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიმართა. მისი განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ქვეყანაში თავისი ეფექტური საქმიანობით გამოირჩევა. ამავე დროს, ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა სამომავლო გამოწვევებზეც. მისი თქმით, სამომავლოდ, მოსალოდნელია ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული ახალი საკანონმდებლო აქტების მიღება, რათა უფრო ეფექტიანად მოხდეს არა მხოლოდ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ მისი პრევენციაც. უწყების ინფორმაციით, პირველმა ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა ტრენინგების შედეგები, რომლებიც პროექტის ფრგლებში ჩატარდა. მინისტრის თქმით, ამ ხნის მანძილზე საგამოძიებო სამსახურისა და მისი ადამიანური რესურსების, პრაქტიკულად სრული შეფასება და ასევე საკანონმდებლო ბაზის შესწავლა სხვადასხვა მიმართულებით მოხდა. „საკმაოდ კარგი ინფორმაცია გამოაქვეყნა „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ - კორუფციის ინდექსის“ და „კორუფციის მსოფლიო ინდექსის“ მიხედვით ჩვენ 52-ე ადგილიდან 44-ე ადგილას გადმოვედით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მხარეს იმისთვის, რომ შეიქმნა შესაძლებლობა, მომხდარიყო როგორც კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, ისე ინსტიტუციონალური დაახლოება და სტანდარტიზაცია. ცნობისთვის, პროექტის მიზანი ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მხარდაჭერა იყო. პროექტის ფარგლებში შემუშავდა საგადასახადო თაღლითობის, გადასახადებთან და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციები. პროექტის დახმარებით გაუმჯობესდა საგამოძიებო სამსახურის შიდა პროცესები. პროექტი მნიშვნელოვანი იყო, რამდენადაც საგამოძიებო სამსახური საქართველოში ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების ყველაზე მნიშვნელოვანი საგამოძიებო ორგანოა. ფინეთის საჯარო მმართველობის ინსტიტუტი და ჰოლანდიის ფინანსთა სამინისტროს კრიმინალური საგამოძიებო სამსახური ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისათვის ტრენინგებისა და სასწავლო ვიზიტების უზრუნველყოფისა და საგადასახადო და ინტელექტუალური საკუთრების დანაშაულების შესახებ საკანონმდებლო და საგამოძიებო კუთხით რეკომენდაციების შემუშავების გზით. საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი 2015 წლის მაისში დაიწყო და 2017 წლის თებერვლამდე გრძელდება. ევროკავშირის მიერ 1 230 000 ევროთი დაფინანსებული პროექტი წარმოადგენს საქართველოს საჯარო სფეროში გატარებული რეფორმების მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის ნაწილს წარმოადგენს. საჯარო სამსახურების დაძმობილების ინსტრუმენტი წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ბენეფიციარი ქვეყნების საჯარო სამსახურების თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით. (NS)
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)