|
2017-01-26 12:42:05, 3728 ნახვა
სამართალი
რუსეთმა 2008 წლის ომში მონაწილე ქართველ სამხედროებზე საქმეები აღძრა (ექსკლუზივი)
რუსეთის ფედერაციას 2008 წელს რუსეთ - საქართველოს ომში მონაწილე ქართველი სამხედროების რუსეთში ექსტრადირება სურს. როგორც „ექსპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად მოსკოვიდან გახდა ცნობილი, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტს საქმე აღძრული აქვს რამდენიმე ქართველი სამხედროს წინააღმდეგ. დაზუსტებული ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს ზაურ ბერიანიძის წინააღმდეგ, რომელიც ამჟამად თავდაცვის სამინისტროს თადარიგის პოლკოვნიკია. ბერიანიძე 2008 წლის რუსეთის აგრესიის დროს, მეორე ქვეითი ბრიგადის დაზვერვის უფროსი იყო. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა ბერიანიძის წინააღმდეგ, გამოძიება დაიწყო 2008 წლის აგვისტოში ცხინვალში რუს მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმის და მკვლელობის მოტივით. საგამოძიებო კომიტეტი ასევე იძიებს კიდევ ერთი სამხედროს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ირაკლი ქურასბედიანის საქმეს. მას ბრალად ედება რუს მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმა. ირაკლი ქურასბედიანი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი იყო. ამასთან, ქურასბედიანს ძარის გზაზე რუსი სამხედროების მკვლელობასაც მიედავებიან. როგორც „ექსპრესნიუსს“ მოსკოვიდან აცნობეს, ორივე მებრძოლზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ინტენსიურ გამოძიებას აწარმოებს და ამასთან გზებს ეძებს როგორ მოახდინოს მათი ექსტრადირება მოსკოვში. არც ქურასბედიანი და არც ბერიანიძე ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან. ქართველი მებრძოლები ამჟამად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ იბრძვიან.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)