19:30 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-30 12:36:44, 414 ნახვა

პოლიტიკა
კოტ დ’ივუარის სამთავრობო დელეგაცია ქართულ რეფორმებს ეცნობა

იუსტიციის სამინისტრომ კოტ დ’ივუარის სამთავრობო დელეგაცია მიიღო. აღნიშნული უწყების ინფორმაციით,იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ სტუმრებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები გააცნო. შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, 17-კაციანი დელეგაცია, რომელშიც მთავრობის წევრებთან ერთად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტებიც შედიან, საჯარო სერვისების რეფორმირებით არის დაინტერესებული.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მზადაა, დელეგაციის წევრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.
„მე ვფიქრობ, ეს ვიზიტი ორმხრივად სასარგებლო იქნება, ამგვარი თანამშრომლობა ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტის დანერგვას უწყობს ხელს; ეხმარება ინოვაციური იდეების ფორმირებას; გვაძლევს შესაძლებლობას, ვიქონიოთ მეტი ინფორმაცია, რომლებიც შეიძლება არსებობდეს ამა თუ იმ სფეროში სხვა სახელმწიფოებში“,– აღნიშნა სარჯველაძემ.
საქართველოს გამოცდილების გაზიარების რეკომენდაცია კოტ დ’ივუარის ხელისუფლებას საერთაშორისო საფინანსო კორპორაციებმა (ICF) მისცეს. დელეგაცია საქართველოში 29 მარტს ჩამოვიდა. იუსტიციის სამინისტროს გარდა, მისი წევრები იუსტიციის სახლსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეწვევიან.
შეხვედრებია დაგეგმილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და  მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციაში.
კოტ დ’ივუარის სამთავრობო დელეგაცია საქართველოს 3 აპრილს დატოვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics