|
2017-01-25 11:41:39, 958 ნახვა
საზოგადოება
კვლევა: ახალგაზრდების 92% მიიჩნევს, რომ ნატოში ინტეგრაცია რუსეთთან კონფლიქტს გააღრმავებს
ფრიდრიხ ებერტის ფონდის კვლევის თანახმად, რესპოდენტების 68%-ი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს. თუმცა, ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი მოსალოდნელი საფრთხე რუსეთის აგრესიის ზრდაა. ახალგაზრდების 92%-ს მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია რუსეთთან კონფლიქტს გააღრმავებს, ხოლო 81% ფიქრობს, რომ ნატოში გაწევრიანებით საქართველოს რადიკალური ისლამური დაჯგუფებისგან საფრთხე შეექმნება. გამოკითხული ახალგაზრდების 74% ფიქრობს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების დაკარგვა, ნატოში ინტეგრაციის არასასურველი შედეგია. გარდა ამისა, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები ახალგაზრდების 65%-ს სჯერა, საქართველოს ნატოში ინტეგრაცია ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვას გამოიწვევს. სოფელში მცხოვრები რესპონდენტების 59% ასახელებს იგივე მიზეზს, მაშინ როცა თბილისში მხოლოდ 32% დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეს ვარაუდობს. რესპონდენტების 67%-ს სჯერა, რომ ნატოში მიღება ქართული ღირებულებების დაკარგვას გამოიწვევს. ამ საფრთხეს ყველაზე ნაკლებად თბილისში მოსახლე ახალგაზრდობა (50%) ელოდება, მაშინ, როცა სხვადასხვა ქალაქების და სოფლების ახალგაზრდობის 70%-ს სჯერა, რომ ქართული ღირებულებების დაკარგვა ამ პროცესის არასასურველი შედეგია. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. ფრიდრიხ ებერტის ფონდმა მსგავსი კვლევები განახორციელა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში. წინამდებარე კვლევა, არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული სერიების ნაწილი, სომხეთში ჩატარებულ კვლევასთან ერთად, რომელიც უკვე დასრულდა. აღნიშნული კვლევები შექმნილია იმისათვის, რათა შესაძლებელი გახდეს გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების შედეგების შედარება.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)