|
2017-01-25 11:35:18, 1033 ნახვა
საზოგადოება
გამოკითხულთა მესამედზე მეტს მიაჩნია, რომ ოჯახის შექმნის ოპტიმალური ასაკი 25 წელია
ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა მესამედზე მეტს მიაჩნია, რომ როგორც ქალისთვის, ისე მამაკაცისთვის ოჯახის შექმნის ოპტიმალური ასაკი ოცდახუთი წელია. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდების გარკვეული ნაწილის (17%) მოსაზრებით, თუ ქალისთვის ოჯახის შესაქმნელად საუკეთესო ასაკი ოცი წელია, მამაკაცების შემთხვევაში ბარიერი ოცდაათ წლამდე იწევს (18%). მონაცემის გენდერის ჭრილში გაანალიზებისას აღმოჩნდა, რომ თუ გოგონების თითქმის ნახევარი (44%) ფიქრობს, რომ ოცდახუთი წელი იდეალური ასაკია ქალის ქორწინებისთვის, ბიჭების პროცენტული წილი აქ შედარებით მცირეა (28%). რაც შეეხება კაცისთვის ქორწინების იდეალურ ასაკს, თუ ათიდან ოთხი ბიჭი (40%) ფიქრობს, რომ ოცდახუთი წელი ქორწინებისთვის საუკეთესო ასაკია, აღნიშნულ მოსაზრებას ათიდან დაახლოებით სამი (31%) გოგო ეთანხმება. თუ ოცდახუთი წელი 14-18 ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი ახალგაზრდების მესამედზე ნაკლებს (30%) მიაჩნია ქორწინებისთვის იდე- ალურ პერიოდად, შედარებით მაღალი ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლების შემთხვევაში პროცენტული წილი მეტნაკლებად მაღალია (19-14 ასაკობრივი კატეგორია – 38%; 25-29 ასაკობრივი კატეგორია – 38%). რაც შეეხება ბიჭების ოცდაათი წლის ასაკში ქორწინებას, კვლევის შედეგების მიხედვით, აქ რესპონდენტების ასაკის მატებასთან ერთად, პროცენტული წილიც იმატებს (14-18 ასაკობრივი კატეგორია- 9%; 19-14 ასაკობრივი კატეგორია – 18%; 25-29 ასაკობრივი კატეგორია – 25%). ქორწინებისთვის იდეალური ასაკის შესახებ მოსაზრებები მეტნაკლებად გან- სხვავდება რეგიონის ჭრილში. მაშინ, როდესაც გოგონების ქორწინებისთვის ოცი წელი მისაღებია, თბილისში მცხოვრები ახალგაზრდების ძალიან მცირე ნაწილისთვის (6%), რეგიონული ქალაქების და სოფლის მაცხოვრებლების პროცენტული წილი შედარებით მაღალია (17% და 25% შესაბამისად). თუმცა, რაც შეეხება ოცდახუთ წელს, როგორც ქორწინებისთვის ოპტიმალურ ასაკს, აქ ტენდენცია საპირისპიროა. თბილისში მცხოვრები ახალგაზრდების თითქმის ნახევარს (44%) მიაჩნია, რომ აღნიშნული პერიოდი საუკეთესოა ოჯახის შესაქმნელად გოგონებისთვის, თუმცა რეგიონულ ქალაქებში და სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდების პროცენტული წილი აქ შედარებით მცირეა (რეგიონული ქალაქები - 35%, სოფლები - 29%). რაც შეეხება ბიჭების დაოჯახებისთვის იდეალურ ასაკს, თუ ოცდახუთი წელი სოფელში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის უფრო მეტად მისაღებია, ვიდრე რეგიონული ქალაქების და თბილისის შემთხვევაში (თბილისი - 26%, რეგიონული ქალაქები - 36%, სოფლები - 43%), ოჯახის შექმნისთვის ოცდაათი წელი იდეალურად მიაჩნია პროცენტულად მეტ თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდას, ვიდრე რეგიონულ ქალაქებში ან სოფლებში მცხოვრებლებს (თბილისი - 25%, რეგიონული ქა- ლაქები - 19%, სოფლები- 11%). ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. ფრიდრიხ ებერტის ფონდმა მსგავსი კვლევები განახორციელა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში. წინამდებარე კვლევა, არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული სერიების ნაწილი, სომხეთში ჩატარებულ კვლევასთან ერთად, რომელიც უკვე დასრულდა. აღნიშნული კვლევები შექმნილია იმისათვის, რათა შესაძლებელი გახდეს გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების შედეგების შედარება.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)