|
2017-01-25 11:33:29, 866 ნახვა
საზოგადოება
კვლევის თანახმად, ახალგაზრდების უმრავლესობა, რომლებიც ამბობენ, რომ გადაწყვეტილებებს მათ მაგივრად მშობლები იღებენ, სოფელში ცხოვრობს
ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ახალგაზრდების თითქმის ნახევარი (48%) გადაწყვეტილებებს მშობლებთან ერთად იღებს, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე აცხადებს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში (44%). ასევე, კვლევის მიხედვით, რესპონდენტების მხოლოდ მცირე ნაწილს (8%) მიაჩნია, რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მისი მშობლები იღებენ მის მაგივრად. იმ ახალგაზრდების უმრავლესობას, რომლებიც აცხადებენ, რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მათ მაგივრად, მშობლები იღებენ, სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები წარმოადგენენ (თბილისი - 2%; ქალაქები - 5%; სოფლები - 15%). ხოლო მათ შორის, ვინც აცხადებს, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თავისუფლება აქვს მინიჭებული, უმრავლესობა თბილისში მცხოვრები ახალგაზრდები არიან (თბილისი - 56%; ქალაქები - 46%; სოფლები - 13%) ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. ფრიდრიხ ებერტის ფონდმა მსგავსი კვლევები განახორციელა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში. წინამდებარე კვლევა, არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული სერიების ნაწილი, სომხეთში ჩატარებულ კვლევასთან ერთად, რომელიც უკვე დასრულდა. აღნიშნული კვლევები შექმნილია იმისათვის, რათა შესაძლებელი გახდეს გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების შედეგების შედარება.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)