|
2017-01-24 21:52:32, 2111 ნახვა
სამართალი
კანდელაკი: ევროსაბჭომ საქართველო დაავალდებულა, კანდიდატები ახლიდან და უფრო სამართლიანად შეარჩიოს
ევროსაბჭომ საქართველო დაავალდებულა კანდიდატები ახლიდან და უფრო სამართლიანად შეარჩიოს, - ასე გამოეხმაურა Facebook-ის პირად გვერდზე "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი სტრასბურგში, საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატების არ დამტკიცებას. როგორც პოლიტიკოსი წერს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოსამართლეთა შერჩევის სპეციალურმა კომიტეტმა საქართველოდან წარგზავნილი წულუკიანის სია მძიმე დარღვევების და წესებთან შეუსაბამობის გამო ხმათა უმრავლესობით ჩააგდო და უკან დააბრუნა. ის წერს, რომ იმედი აქვს, მთავრობის ამ უდიდესი სირცხვილის შემდეგ მეტი შანსი გვექნება, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, იძულებული გახდებს მთავრობა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შესაფერისი კანდიდატები გააგზავნოს. "ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოსამართლეთა შერჩევის სპეციალურმა კომიტეტმა საქართველოდან წარგზავნილი წულუკიანის სია მძიმე დარღვევების და წესებთან შეუსაბამობის გამო ხმათა უმრავლესობით ჩააგდო და უკან დააბრუნა. "ოცნების" მთავრობა ამ სირცხვილისგან ევა გოცირიძის სასარგებლოდ ვერც პრემიერის ზარებმა გადაარჩინა სხვადასხვა დედაქალაქში. ერთი სიტყვით, ევროსაბჭომ საქართველო დაავალდებულა კანდიდატები ახლიდან და უფრო სამართლიანად შეარჩიოს. "ქართული ოცნების" მთავრობამ კიდევ ერთხელ შეარცხვინა ქვეყანა, რადგან აქ სრულიად თავისმომჭრელი ფორმით შერჩეული სია გამოაგზავნა. იმედია მთავრობის ამ უდიდესი სირცხვილის შემდეგ მეტი შანსი გვექნება, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, ვაიძულოთ მთავრობა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შესაფერისი კანდიდატები გააგზავნოს", - წერს გიორგი კანდელაკი.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)