|
2017-01-24 21:46:15, 2161 ნახვა
სამართალი
ბესელია: მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის წევრებმა მიიჩნიეს, რომ უკეთესი იქნება მთავრობამ პროცედურები ხელახლა გაიაროს
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ უკეთესი იქნება მთავრობამ პროცედურები ხელახლა გაიაროს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბარში განაცხადა, რომელმაც სტრასბურგში, საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატების არ დამტკიცებას გამოეხმაურა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ძალიან ბევრი არასწორი და ცრუ ინფორმაცია ვრცელდება იმ პირების მხრიდან, ვინც არც მონაწილეა ამ პროცესის და არც პირველწყაროდან აქვს ინფორმაცია. "კომიტეტმა ჩათვალა, რომ საჭირო იქნება ხელახლა გაიაროს პროცედურა მთავრობამ და იყოს წარმოდგენილი აპრილამდე, ვიდრე აპრილში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იქნება, მოესწროს ამ პროცედურების ხელახლა გავლა და ახალი კანდიდატების წარდგენა. ძალიან ბევრი არასწორი და ცრუ ინფორმაცია ვრცელდება იმ პირების მხრიდან, ვინც არც მონაწილეა ამ პროცესის და არც პირველწყაროდან აქვს ინფორმაცია. კომიტეტი დახურულია და ინფორმაცია კონფიდენციალურია, იცავს ამ წესებს და განსაკუთრებით მათ, ვისაც დიპლომატიური წარსული აქვთ, უნდა იცოდნენ, რომ ასეთი არასწორი ინფორმაციების გავრცელება დახურული კომიტეტის შინაარსობრივ ნაწილზე არ შეიძლება. რეალობა არის ის, რომ კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ უკეთესი იქნება თუ პროცედურები იქნება გავლილი თავიდან”, - განაცხადა ბესელიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)