11:34 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 20:19:31, 2200 ნახვა

სამართალი
IPRM-ის შეხვედრაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების აუცილებლობაზე ისაუბრეს

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 42-ე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააყენეს 2016 წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი და საოკუპაციო ძალების მხრიდან მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო წვრთნებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარების ფაქტებს, რადგან აღნიშნული საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ მშვიდობასა და სტაბილურობას.

მხარეებმა ასევე განიხილეს  ოკუპირებულ გალის რაიონში ე.წ. სასაზღვრო ზონის შექმნისა და ორი ე.წ. გამშვები პუნქტის სამომავლოდ დახურვის საკითხები. ცენტრალური ხელისუფლების  წარმომადგენლებმა  მონაწილეებთან მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ ზემოხსენებული  ე.წ. რეგულაციები თუ აკრძალვები შეზღუდავს ადგილობრივების ფუნდამენტურ უფლებებს და გაართულებს მათ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ მნიშვნელოვან ინციდენტებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა შეხვედრიდან დღემდე.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 22 თებერვალს გაიმართება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics