|
2017-01-24 16:49:04, 1351 ნახვა
საზოგადოება
აჭარის დასაქმების სააგენტო პროფესიული გადამზადების პროგრამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
აჭარის დასაქმების სააგენტო პროფესიული გადამზადების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროგრამის მოსარგებლეთა გადამზადება შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში. პროფესიული სასწავლო კურსი მოიცავს სამ კომპონენტს: სწავლება პროფესიულ უნარებში (თეორიული და პრაქტიკული კურსი), უცხო ენების (რუსული,ინგლისური,თურქული არჩევით) შესწავლა და საწარმოო პრაქტიკის მიღება. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მიღების უფლებით ისარგებლებენ: 1. ყოფილი პატიმრები და პრობაციონერები; 2. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების წევრები; 3. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (ან მეურვე/ოჯახის წევრი); 4. იძულებით გადაადგილებული პირები; 5. ეკომიგრანტები 6. ძალოვანი სტრუქტურის ვეტერანები; 7. ყველა სხვა შრომისუნარიანი სამუშაოს მაძიებელი, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფებს. პროგრამაში ჩართვის მსურველები 2017 წლის 1 თებერვლამდე უნდა დარეგისტრირდნენ აჭარის დასაქმების სააგენტოში შემდეგ მისამართებზე: ბათუმი - ივანე ჯავახიშვილის ქუჩა #70/72. მობ: (+995 558) 793 585 ქობულეთი - დავით აღმაშენებელის ქუჩა #141. მობ: (+995 577) 278 706. ხელვაჩაური - ფრიდონ ხალვაშის ქ.#50. მობ: (+995 577) 278 709. ქედა - მერაბ კოსტავას ქ. #3. მობ: (+995 577) 278 715; შუახევი - ილია ჭავჭავაძის ქ. #3. მობ: (+995 577) 278 714; ხულო - თამარ მეფის ქ. #12. მობ: (+995 577) 278 716.
(NS)
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)