|
2017-01-24 14:39:00, 1055 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს სოლიდარობის ფონდს კომპანია ფრეგო შემოუერთდა
სოლიდარობის ფონდსა და კომპანია ფრეგოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. სოლიდარობის ფონდის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში კომპანია ფრეგოს თანამშრომლები ყოველთვიურად საკუთარი ხელფასიდან ნებაყოფლობით დონაციას განახორციელებენ სოლიდარობის ფონდში სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დასაფინანსებლად. „მას შემდეგ რაც გავეცანით სოლიდარობის ფონდის საქმიანობას, კომპანია ფრეგომ გადაწყვიტა აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა და თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანოს სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდების მკურნალობის დაფინანსებაში. გვიხარია რომ არსებობს ასეთი ფონდი და სამომავლოდ ვგეგმავთ სიღრმისეულ თანამშრომლობას სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად“ – განაცხადა ფრეგოს დენერალურმა დირექტორმა რუსუდან რამაზაშვილმა. ამასთან, სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სოფიო კაკალიაშვილი-ძაგნიძემ ფონდის სახელით მადლობა გადაუხადა კომპანოა ფრეგოს აღნიშნული ინიციატივისათვის. მანვე იმედი გამოთქვა, რომ მათი თანამშრომლობა გაღრმავდება. ცნობისთვის, საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წლის ივნისში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. დაარსებიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით საჯარო სექტორში დასაქმებული 60 000-ზე მეტი თანამშრომლისა და 47 კერძო კომპანიის დამსახურებით, სოლიდარობის ფონდში საერთო ჯამში 8 874 375 ლარი იქნა მობილიზებული. უკვე მობილიზებული და პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით სოლიდარობის ფონდმა თქვენი მხარდაჭერით სიმსივნით დაავადებული 355 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობის და დიაგნოსტიკის დაფინანსება დაამტკიცა როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)