|
2017-01-24 14:22:20, 827 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა ბერლინში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო
საერთაშორისო გამოფენის ,,მწვანე კვირეულის“ ფარგლებში, ქალაქ ბერლინში სურსათისა და სოფლის მეურნეობის გლობალური ფორუმი გაიმართა, რომელშიც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. ღონისძიება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის, კრისტოფერ შმიდტის ინიციატივით ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას 60 ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი ესწრება. მიმდინარე წელს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული ფორუმის მთავარი თემა სოფლის მეურნეობა და წყლის რესურსების სწორი გამოყენება იყო. უწყების ინფორმაციით, გლობალური ფორუმის მონაწილეებმა წყლის, როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსის სწორ გამოყენებაზე და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. როგორც ფორუმზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობაში წყლის რესურსის გამოყენება გონივრულად მოხდეს. ფორუმის ფარგლებში გაიმართა სამუშაო სესიები, სადაც რეგიონებისა და ქვეყნების მიხედვით წყლის რესურსებზე წვდომაზე და ამ კუთხით არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს. ფორუმის დასასრულს მონაწილეებმა კომუნიკე მიიღეს, რომელიც წყლის რესურსების სწორი გამოყენებით სოფლის მეურნეობის ეფექტიან და მდგრად განვითარებას ეხება. ბერლინში გამართულ გლობალურ ფორუმს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში, ლადო ჭანტურია და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, კრისტიან შმიდტმა ოფიციალური მიღება გამართა, რომელსაც ფორუმის მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრები და მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ. (NS)
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)