|
2017-01-24 13:44:19, 1040 ნახვა
საზოგადოება
ისრაელიდან საქართველოს 23 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდება
ისრაელში საქართველოს 23 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს. არსებული ინფორმაციით, ისრაელში ჩასული საქართველოს მოქალაქეები აეროპორტშივე დააკავეს. როგორც "ექსპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოქალაქეების დეპორტაცია საქართველოში 26 იანვარს იგეგმება. "ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ საქართველოს 23 მოქალაქეს უარი უთხრეს ქვეყანაში შესვლაზე. ისინი შესაბამის სადეპორტო დაწესებულებაში არიან მოთავსებული. მათი უკან საქართველოში გამოგზავრება იგეგმება 26 იანვარს. საზღვრის დაცვის სამსახური დაკავებულებს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავება. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში ოფიციალურ მიზეზად, გონივრული ეჭვი სახელდება, რომ მათ ქვეყანაში არალეგალურად დარჩენა სურდათ. დაკავებულები საკონსულოს არ დაკავშირებიან, თუმცა ინფორმაციის შეშვლის შემდეგ, კონსულმა შესაბამისი წერილით მიმართა ისრაელის მთავრობას, რათა მოქალაქეებს შეხვედროდა", - აცხადებენ უწყებაში.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)