|
2017-01-24 10:15:42, 2704 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობა მზის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს
საქართველოს მთავრობა მზის ელექტროსადგურის აშენებას აპირებს. ამ საკითხზე ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ. პრემიერის შეფასებით, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე მზის ელექტროსადგურის აშენება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება: „დღეს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვღებულობთ. ეს არის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოსატანი საკითხი მზის ელექტროსადგურებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დაწყებაზე. ინვესტორი 18 თვის განმავლობაში მოახდენს რვა სხვადასხვა ლოკაციის შესწავლას და მივიღებთ გადაწყვეტილებას მშენებელობის დაწყებაზე. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე, რომლისკენაც ეტაპობრივად და მიზანმიმართულად მივდივართ. ასევე მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ ქარელის რაიონში საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური გაიხსნა და ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო ალტერნატიული ენერგიების ათვისების მიმართულებით და საქართველიოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის. ამ მიმართულებით ვივლით“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)