|
2017-01-23 15:18:56, 1067 ნახვა
საზოგადოება
იტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს
იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ იტალიური მედია წერს. მედიის ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცის ცხედარი სკვერში იპოვეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობამდე მამაკაცი მეუღლესთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა. მედიის ცნობით, არსებობს ეჭვი, რომ შელაპარაკება სწორედ ამ წვეულებაზე მოხდა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ქართველებიც იყვნენ. ადგილზე სადაც მამაკაცი ნახეს, სისხლის კვალი არ აღმოჩნდა. არსებობს ვარაუდი, რომ 45 წლის მამაკაცი სხვაგან მოკლეს და გვამი სკვერში მიიტანეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ზურგის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. მომხდარი ფაქტი "ექსპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, საელჩო და საკონსულო ინფორმირებულია. "გარდაცლილის ოჯახის წევრები შემოიტანენ განაცხადს, რის შემდეგადაც გადმოსვენების პროცედურა დაიწყება", - აცხადებენ სამინისტროში.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)