|
2017-01-23 13:51:53, 2479 ნახვა
ეკონომიკა
პაშა ბანკი ჰაკათონი Smart City-ის სპონსორი და მწვანე პროექტის მხარდამჭერია
28-29 იანვარს კავკასიის უნივერსიტეტში იმართება ჰაკათონი Smart City, რომლის ფარგლებშიც მონაწილე სტუდენტური გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრებიან ინოვაციური გზებით ჩვენი დედაქალაქის პრობლემის გადაჭრაში - იქნება ეს პარკირების, ეკოლოგიის, რიგების თუ სხვა საკითხები. გუნდების შეფასება ორი ძირითადი კრიტერიუმით მოხდება: რამდენად შეიძლება აღნიშნული ინოვაციის გამოყენება რეალობაში და რამდენად ორიგინალურია გადაწყვეტილება. მწვანე პროექტის შეჯიბრში გამარჯვებულ გუნდს პაშა ბანკი გადასცემს ფულად პრიზს. 2016 წლის ბოლოს, ბანკმა განაცხადა, რომ წელს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მწვანე პროექტებში აქტიურად ჩაერთვება. აღნიშნული აქტივობების საწყისი იყო პარტნიორების სახელზე 2017 ძირი ქართული ფიჭვის ნერგის დარგვა ბორჯომის მახლობლად დაზიანებული ტყის სარეაბილიტაციოდ. „ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდები დავაფიქროთ ეკოლოგიურ საკითხებზე და სწორედ მათგან მოვისმინოთ ინიციატივები, თუ როგორ წარმოუდგენიათ გარემოს უკეთ და უფრო ეფექტიანად მოვლა. აღნიშნული ჰაკათონი რეალურად თავს მოუყრის იმ ინოვაციურ იდეებს, რომლებიც ასე ძალიან გვჭირდება. წელს ჩვენ არაერთ მწვანე პროექტში ვაპირებთ ჩართვას და აღნიშნული შეჯიბრის სპონსორობაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. არ გამოვრიცხავთ, რომ გარკვეული ფორმით ხელი შევუწყოთ რომელიმე იდეის განხორციელებასაც“, - განაცხადა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ. ჰაკათონი ტარდება “საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” გრანტის ფარგლებში. ღონისძიების ორგანიზატორია “კავკასიის უნივერსიტეტში” არსებული სტარტაპ აქსელერატორი “C10”. ღონისძიების თანაორგანიზატორია სტარტაპ აქსელერატორების მენეჯმენტ კომპანია “ბლენდერი”. ჰაკათონის სპონსორი და მწვანე პროექტის მხარდამჭერია პაშა ბანი.
(R)
ირანში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში ჰორმუზის სრუტე 26-მა გემმა გადაკვეთა
უკრაინამ და ევროკავშირმა €8.35 მილიარდის დახმარების პაკეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო ტარიფებზე შეთანხმებას მიაღწიეს
BOG-ის ინიციატივები ფინანსური განათლების მხარდასაჭერად - I კვარტლის შეჯამება
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)