19:55 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-21 20:53:22, 1468 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე პარლამენტის ადგილმდებარეობაზე: საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ შეხვედრაზე, ამ თემაზე არ გვიმსჯელია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე პარლამენტის ადგილმდებარეობაზე არ უმსჯელიათ. ამის შესახებ კობახიძემ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა.

მისი განცხადებით, მას არ მოუსმენია ”პატრიოტთა ალიანსის” წევრის, ადა მარშანიას კომენტარი პარლამენტის მდებარეობასთან დაკავშირებით და ამ თემაზე დღეს არ უმსჯელიათ. 

​”მე ეს კომენტარი არ მომისმენია, ჩვენ მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს არ გვქონია, დღეს მსჯელობა შეეხებოდა კონსტიტუციის პრეამბულას, პირველ თავს, მეორე თავს. ამ თავებით ასე ვთქვათ არ არის დარეგულირებული პარლამენტის ადგილსამყოფელი, შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს კომისიის სამუშაო ჯგუფს არ უმსჯელია”, - აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics