|
2017-01-21 20:14:50, 1226 ნახვა
საზოგადოება
საია საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებზე ჩანაწერის გაკეთების იდეით გამოდის
დღევანდელ შეხვედრაზე საია გამოვიდა ინიციატივით, რომ პრეამბულაში ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებზე ჩანაწერი გაკეთდეს, რასაც როგორც მომხრეები ასევე მოწინააღმდეგეები ჰყავდა, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი სასამართლოსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. "იდეა ჩანაწერის პრეამბულაში გაჩენაზე საიას ეკუთვნის, რაზეც დღეს ვისაუბრეთ კიდეც. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამ იდეას ემხრობოდნენ, თუმცა მას ასევე ჰყავდა მოწინააღმდეგეებიც. დღეს რაიმე საკითხთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმება არ მომხდარა. საკითხები, რომლებიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, უნდა მოხდეს მათი სამუშაო რეჟიმში კონკრეტულ ფორმულირებებში გარდასახვა, შემდეგ უკვე ჯგუფი იმსეჯელებს და კენჭს უყრის კონკრეტულ ფორმულირებებს”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა. როგორც საია-ს თავმჯდომარემ განაცხადა, სამუშაო ჯგუფში ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განიხილებოდა სოციალურ სახელმწიფოს და კონსტიტუციაში მსგავსი სახის ჩანაწერის გაჩენას ეხებოდა. მისივე განცხადებით, მათი იდეაა, კონსტიტუციაში ჩაიწეროს ადამიანის უფლება ღირსეულ საცხოვრებელ პირობებზე და ჯანდაცვის სათანადო სტანდარტზე. ”წამოიჭრა იდეა, რომ კონსტიტუციის პირველ თავში გაჩნდეს სამი მუხლი, რომელიც ცალ-ცალკე განსაზღვრავს და განამტკიცებს სამ იდეას. ეს არის დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს იდეა. ჩვენ, როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაცია ბოლომდე გავუწევთ ადვოკატირებას იმ იდეას, რომ კონსტიტუციამ უნდა განუსაზღვროს სახელმწიფოს და ხელისუფლების სამივე შტოს, რომ ის არის არამხოლოდ დემოკრატიული და სამართლებრივი, არამედ სოციალური სახელმწიფოც, როდესაც ხელისუფლებას აქვს მთელი რიგი ვალდებულებები იზრუნოს ადამიანის სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებზე და ეს უფლებები იყოს ხელშესახები, რეალური და არა მხოლოდ სადღაც წიგნებში ჩაწერილი. მაგალითად, ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც საზოგადოებას აწუხებს ახლა არის ის, რომ შრომის პირობები ძალიან მძიმე და საშიშია დასაქმებული ადამიანებისთვის. ჩვენ არ გვაქვს ეფექტური მექანიზმები, იმისთვის, რომ შრომის უსაფრთხო უფლება იყოს დაცული. ჩვენი იდეაა კონსტიტუციაში ჩაიწეროს ასევე ადამიანის უფლება ღირსეულ საცხოვრებელ პირობებზე, ასევე ჯანდაცვის სათანადო სტანდარტზე და სხვა”, - დასძინა ნაცვლიშვილმა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)