|
2017-01-21 14:25:21, 1641 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, გურჯაანში სამედიცინო აქცია გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სამედიცინო აქცია გრძელდება. ამჯერად გასინჯვები ველისციხისა და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს ჩაუტარდათ. ამბულატორიაში სამედიცინო შემოწმების პროცესს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი დაესწრნენ. სამედიცინო აქციის ფარგლებში, ადგილობრივებს კონსულტაცია ქირურგიის ეროვნული ცენტრის 15 სხვადასხვა სპეციალიზაციის ექიმმა გაუწია. გასინჯვების პარალელურად, საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს უფასო ექოსკოპიური, კარდიოლოგიური და სისხლში გლუკოზის განსასაზღვრი გამოკვლევებიც ჩაუტარდათ. დანიშნულების მიცემის შემდეგ კი მათ შესაბამისი მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ. ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სამედიცინო აქცია პერმანენტული ხასიათისაა და მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.
(NS)
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)