|
2015-03-28 18:11:12, 791 ნახვა
სამართალი
ახლობლების ინფორმაციით, ბესიკ ხარძიანის სახლთან შვილმა მოთვალთვალე უცხო პირი შენიშნა
მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის ახლობლების ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლთან გარდაცვლილის შვილმა მოთვალთვალე უცხო პირი შენიშნა. მათივე თქმით, ხარძიანი სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მკვლელობა სადარბაზოში ესროლა. „ბესო სახლში ბრუნდებოდა და მკვლელი სადარბაზოში შეჰყვა. მკვლელი მოტოციკლით ელოდებოდა. ბესოს შვილმა თქვა, რომ მას უცხო პირი ორი დღის განმავლობაში უთვალთვალებდა. ეს ორი დღე მოტოციკლი აქ ტრიალებდა. საავადმყოფოში გვითხრეს, რომ თავში იყო დაჭრილი. საბედისწეროდ ამ ტყვიამ შეიწირა. მის მკვლელობას ბიზნესს ვუკავშირებთ. პიროვნულად შუღლი არავისთან არ ჰქონია“, - აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი. ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს საკუთარ სადარბაზოსთან უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ხარძიანს ჭრილობები ფეხის და თავის არეში ჰქონდა მიყენებული. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდარზე გამოძიებას პროკურატურა სსკ-ის 108-ე მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)