|
2017-01-20 17:48:18, 1944 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მელია: მთავრობა უნდა გადავრგოთ მაქსიმალურად შორს, როგორც თავად ივანიშვილი დაათრევს ხეებს
„თქვენთან ერთად ვარ იმიტომ, რომ მთავრობა გადავრგათ მაქსიმალურად შორს ქვეყნის მართვის სადავეებიდან, როგორც თავად ივანიშვილი დაათრევს ამ მაგნოლიებს და ხეებს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის მეშვიდე ყრილობაზე განაცხადა. როგორც მელიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პარტიის წევრების მიზანი არა „ყოფილი პრემიერის უზნეობის თეატრში“ მონაწილეობის მიღება, არამედ ქართული სახელმწიფოებრივი იდეის მსახურებაა. „მეგობრებო ჩემთვის და თქვენთვის პოლიტიკა არ არის ინტრიგა და ვაჭრობა. ჩვენთვის, ყველასთვის პოლიტიკა არ არის ის, რაც ძალიან ბევრისთვის არის, სამწუხაროდ, ჩვენთვის პოლიტიკა არ არის საკუთარი პრინციპების საჭიროებების მიხედვით ღალატი. თითოეული ჩვენგანისთვის პოლიტიკა არ არის ივანიშვილის უზნეობის თეატრში მონაწილეობა. ჩვენთვის პოლიტიკა არ არის საკუთარი, პირადი კომფორტის მოსაწყობად, რომ შევიქმნათ საშუალება, მაგრამ ჩვენთვის პოლიტიკა ნამდვილად არის და ყოველთვის იქნება საშუალება, ვემსახუროთ უმთავრეს იდეას - ქართულ სახელმწიფოებრივ იდეას, იდეას, მის ერთიანობას, მის დამოუკიდებლობას და მისი განვითარების დაცვას. დიახ, სწორედ ამ იდეამ გაგვაერთიანა ყველანი ახლა, ამ იდეის გამო ვართ გაერთიანებული და ამიტომ ვართ ამ ყრილობის მონაწილენი და არა ერთი, ორი ან სამი პოლიტიკოსის გამო ვართ აქ გაერთიანებული.ამ იდეის გამო არის გაერთიანებული ასი ათასობით ქართველი ამ ქვეყანაში და არა მხოლოდ ქართველი. სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა, ამ პარტიის ფაგრლებშიც კი, უღალატა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა გარემოებებში ამ იდეას, მაგრამ ვერაფერი ვერ დააკლო ამ იდეას, იმიტომ, რომ ეს იდეა არის ეროვნული იდეა. ეს იდეა არ არის ერთი, ორი ან სამი პოლიტიკოსის საკუთრება. ისინი ყოველთვის ცდებოდნენ, ერთსა და იმავე შეცდომას უშვებდნენ სხვადასხვა დროს სხვა დასხვა პოლიტიკოსები. მათ ეგონათ, რომ თითოეული ჩვენგანი, თქვენ ანუ ხალხი ემსახურებოდით მათ, 2-3 პოლიტიკოსს, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ხომ ვემსახურებით იდეას, ქართულ სახელმწიფოებრივ იდეას. ამიტომ ბუნებრივია, ”ნაციონალური მოძრაობა” ვერასოდეს ვერც გაიყოფა, ვერც დასუსტდება და ვერც დაიშლება მითუმეტეს. სწორედ აქ მე ვარ იმიტომ რომ თქვენთან ერთად არცერთი ნაბიჯი არ გადავდგა უკან საქართველოს გადასარცენად ბრძოლაში. თქვენთან ერთად მე ვარ იმიტომ რომ ამ ქვეყანაში დავამარცხოთ ერთად ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, თქვენთან ერთად ივანიშვილის პერსონალური მთავრობა ზუსტად და სწორედ გადავრგათ მაქსიმალურად შორს ქვეყნის მართვის სადავეებიდან, როგორც თავად ივანიშვილი ამ მაგნოლიებს და ხეებს დაათრევს აქეთ იქით. მე ვარ აქ იმიტომ, რომ თქვენი სახით მყავს ათი ათასობით მეგობარი. ჩემო მეგობრებო ნაციონალური მოძრაობა ხართ თქვენ, თქვენ შექმენით ეს პარტია, არამხოლოდ ეს პარტია შექმენით თქვენ, თქვენ შექმენით ყველაზე წარმატებული ქართული სახელმწიფო. დიახ თქვენ ხართ ავტორები. ამიტომ წინ გამარჯვებისკენ, წინ წარმატებისაკენ“, - მიმართა მელიამ ყრილობის მონაწილეებს.
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)