|
2017-01-20 11:54:26, 1069 ნახვა
საზოგადოება
ზაზა ფაჩულიამ 1 528 941 ხმა მიიღო, თუმცა NBA ALL-STAR-ის სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა
„გოლდენ სტეიტის“ ქართველი ცენტრი, ზაზა ფაჩულია NBA ALL-STAR-ის სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა. ALL-STAR-ის გუნდების მონაწილეთა ვინაობა ტელეარხ TNT-ზე გამოცხადდა. ფაჩულიამ გულშემატკივართა 1 528 941 ხმა დააგროვა. ამ მაჩვენებლით იგი დასავლეთის ფორვარდთა შორის მე-2 ადგილზე გავიდა, თუმცა მას მედიამ და კალათბურთელებმა მხარი არ დაუჭირეს და სასტარტო ხუთეულს მიღმა დარჩა. კერძოდ, მოთამაშეთა გამოკითხვაში ზაზა მე-12 ადგილზე გავიდა, მედიის გამოკითხვაში კი - მეათეზე. გამოკითხვის შედეგად შერჩეული ხუთეულები ასე გამოიყურება: აღმოსავლეთისკონფერენცია - ლებრონ ჯეიმსი, კაირი ირვინგი, დემარ დეროუზენი, ჯიმი ბატლერი, იანის ანდეტოკუნმპო. დასავლეთის კონფერენცია - სტეფ კარი, კევინ დურანტი, ჯეიმს ჰარდენი, კავაი ლეონარდი, ენტონი დევისი. შეგახსენებთ, NBA-მ წელს წესები შეცვალა და მხოლოდ გულშემატკივართა ხმები ALL-STAR-ის წლევანდელ მატჩში მოსახვედრად საკმარისი აღარ არის. 50% გულშემატკივართა ხმების წილია, 25-25% კი, მედიისა და კალათბურთელების. NBA-ს „ყველა ვარსკვლავის“ მატჩი 19 თებერვალს ნიუ-ორლეანში გაიმართება.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)