|
2017-01-19 13:52:35, 2067 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: აბრეშუმის გზა უდიდეს შესაძლებლობებს გვაძლევს, თუმცა არსებობს წინაპირობები, რომელთა დაცვა აუცილებელია
როგორ ზეგავლენას ახდენს თანამედროვე აბრეშუმის გზის ფარგლებში განხორციელებული პოლიტიკური და ინფრასტრუქტურული ინვესტიცია ეკონომიკურ ზრდასა და ევროპისა და აზიის ჰარმონიზაციის პროცესებზე-აღნიშნული საკითხები დღეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე- "The Silk Road Effect" განიხილეს. სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ჩინეთის პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პროექტში - „ერთი სარტყელი - ერთი გზა" საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას, რაც, მისი თქმით, პროექტში ჩართული ქვეყნების განვითარების უდიდესი შესაძლებლობაა. "ესაა ალტერნატივების ქსელი - თითოეული მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია ევრაზიაში ეკონომიკის ზრდისა და ჯანსაღი ეკონომიკის შესაქმნელად. ეს პროექტი ერთდროულად კონკურენციასაც გულისხმობს და თანამშრომლობასაც. თუმცა ეს უფრო პარტნიორობას ეხება. როგორც პრეზიდენტმა ალიევმა თავის გამოსვლაში ახსენა, აბრეშუმის გზა უდიდეს შესაძლებლობებს გვაძლევს, თუმცა არსებობს გარკვეული წინაპირობები, რომელთა დაცვა არსებული პოტენციალის სრულად ასათვისებლად აუცილებელია. პირველ რიგში, იგულისხმება ინფრასტრუქტურა, შემდეგ - პროექტში ჩართულ სახელმწიფოებში არსებული სტაბილური გარემო; იგულისხმება სრულყოფილი პარტნიორობა ტრანსსასაზღვრო პროცედურების განხორციელების დროს; სატარიფო სისტემების უნიფიკაცია და რა თქმა უნდა, თანამშრომლობა პოლიტიკურ დონეზე. ეს მრავალგანზომილებიანი საკითხია,"-განაცხადა პრემიერმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველომ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად უკვე მოაწერა ხელი ხელშეკრულებებს თანამშრომლობის შესახებ. მისივე განმარტებით, დასასრულს უახლოვდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი, რაც აბრეშუმის გზის საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მონაკვეთის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება. სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მნიშვნელობაზე. "ჩვენ ვიწყებთ შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პორტის - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას შავი ზღვის სანაპიროზე. ამ მიზნით შეიქმნა ქართულ-ამერიკული კონსორციუმი. ამჟამად, რეგიონის მასშტაბით ვეძებთ პორტის ოპერატორებს. ინვესტიციების დიდი რაოდენობაა მიმართული საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების მიზნისკენ. ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთთან. ამას გარდა, დასრულდა მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით. შესაბამის ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს გულისხმობს თანამშრომლობას არა მხოლოდ ტრანსპორტირების, არამედ წარმოების პროცესშიც და ლოჯისტიკის კუთხითაც,-"აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. სესიას, რომელიც ახალი აბრეშუმის გზის პროექტის შესაძლებლობებს მიეძღვნა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მონგოლეთის პრეზიდენტი ცახიაგინ ელბეგდორჟი დაესწრნენ. დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ტრადიციულად, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, მსოფლიო ბიზნესის ლიდერებს, მეცნიერებს, ეკონომისტებს, პოლიტოლოგებს მასპინძლობს. წლევანდელ ფორუმში, რომლის დევიზია "პასუხისმგებლიანი ლიდერობა," მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები, 50 ქვეყნის 1000-მდე მსხვილი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. საქართველოს დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში არიან- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი-პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.
საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა - ერთი პირი დააკავეს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)