15:58 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-18 11:17:55, 1185 ნახვა

პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ინფორმაციის წყარო ტელევიზია და შემდეგ ინტერნეტი იყო

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებისა და კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო ტელევიზია იყო, მეორე ადგილზე კი ინტერნეტია.

კერძოდ, გამოკითხულთა 73% აღნიშნავს,რომ ინფორმაციის წყარო ტელევიზია იყო, 6% ამბობს, რომ ინტერნეტი იყო, ასევე 6% ის თქმით, მეზობლები და მეგობრები, 5%-ბუკლეტები, ბროშურები, ბანერები, 4%-ოჯახის წევრები, 1%-თანამშრომლები, 1%-გაზეთები,ჟურნალები, 0%-რადიო.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics