|
2017-01-17 17:56:44, 1169 ნახვა
საზოგადოება
EMC-იმ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებების ნაწილი წარუდგინა
EMC-იმ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებების ნაწილი წარუდგინა. როგორც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, წინადადებები ძირითადად შეეხება მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებას, პროკურატურისა და სამართალდამცავი ორგანოების მოწყობისა და ფუნქციონირების პრინციპებს, ასევე მათი დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გაზრდის კონსტიტუციურ გარანტიებს. "EMC-ის მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია კონსტიტუციური რეფორმის პროცესმა მოიცვას შემდეგი საკითხები: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) სტატუსის, მისი დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების საკითხების კონსტიტუციურ დონეზე განსაზღვრა; სუს-ის ხელმძღვანელის არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესები; საქართველოს პროკურატურის სამართლებრივი სტატუსი და ბუნება, ასევე პროკურატურის ანგარიშვალდებულებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის საკითხები; მთავარი პროკურორის თანამდებობაზე არჩევის და თანამდებობიდან გადაყენების წესი; დაუსჯელობის პრობლემასთან ეფექტური ბრძოლის მიზნით, სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად გამოძიების კონსტიტუციური გარანტიები; ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობის გარანტიების უზრუნველყოფისთვის 3 წლიანი საგამოცდო ვადის გაუქმების საკითხი, ასევე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სამართლებრივი შეცდომისთვის მოსამართლის პასუხისმგებლობისგან დაცვის გარანტიები, იმუნიტეტის მოხსნის გაუმჯობესებული წესი და სხვა; სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებისთვის ფინანსური დამოუკიდებლობის საკითხები, მოსამართლეთა კონფერენციის როლის გაძლიერება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობის კონსტიტუციურ დონეზე განსაზღვრის საკითხი. EMC ასევე გეგმავს კომისიას საკუთარი მოსაზრებები მიაწოდოს კონსტიტუციის სხვა თავებთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)