|
2017-01-17 12:43:15, 2526 ნახვა
ეკონომიკა
გურიაში „ზარა“-სა და „მანგო“-ს სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნება
ქალაქ ოზურგეთში „ზარა“-სა და „მანგო“-ს სამკერვალო ფაბრიკის გახსნის შესაძლებლობაზე სასაუბოდ გურიაში მსოფლიოში ცნობილი აღნიშნული ბრენდების პროდუქციის მწარმოებელი თურქული კომპანია „ENA Textile“-ის წარმომადგნლები იმყოფებიან. კომპანია „ENA Textile“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ილმაზ აჯარის უკვე შეხვდა გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე. თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა გურიაში „ზარა“-სა და „მანგოს“ სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობისადმი ინტერესი, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება ყველა დეტალის შესწავლის შემდეგ იქნება მიღებული. გუბერნატორთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა წინა მოსამზადებელ სამუშაოებზე დეტალურად ისაუბრეს და აღნიშნული პროექტის განხორციელების პერსპექტივებზე იმსჯელეს. „ ქალაქ ოზურგეთში არსებული უძრავი ქონებისა და რეგიონის საინვესტიციო გარემოს შესწავლის შედეგად მოლაპარაკება შემდეგ ეტაპზე გადავიდა. ჩვენ თურქულ კომპანიას „ENA Textile“ პროექტის წარმატებით განხორციელების საქმეში სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ“, - განაცხადა გია სალუქვაძემ. შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა ქალაქში არსებული საპრივატიზაციო ობიექტები დაათვალიერეს და პროფესიული კოლეჯი "ჰორიზონტი" მოინახულეს, სადაც პროექტის განხორციელების შემთხვევაში საწარმოში დასასაქმებელი მუშახელის გადამზადება იქნება შესაძლებელი. „უპირველეს ყოვლისა, მინდა გუბერნატორს მადლობა გადავუხადო გულთბილი მიღებისათვის. მან დაგვარწმუნა, რომ აქ მისაღებია ინვესტიციის ჩადება და ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს. გუბერნიის ოფისში ძალიან მომზადებულები დაგვხდნენ. ვაგრძელებთ ჩვენს კვლევებს და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი დადებითად გადაწყდება. ჩვენი კომპანია მუშაობს როგორც „ზარა“-ს, ასევე „მანგო“-ს პროდუქციის წარმოებაზე, შესაბამისად თუკი საბოლოო ყურადღება გურიაზე შეჩერდება, ამ ორივე კომპანიის ბრენდის აქ წარმოებაზე იქნება საუბარი. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ფაბრიკაში პირველ ეტაპზე დასაქმებული იქნება 500 ადამიანი, ხოლო საბოლოო ჯამში მათი რიცხვი სავარაუდოდ 1000-მდე გაიზრდება. საინვესტიციო თანხა რამდენიმე მილიონი დოლარი იქნება“,- განაცხადა კომპანია „ENA Textile“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ილმაზ აჯარიმ. გუბერნიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ თურქული კომპანია „ENA Textile“ სხვადასხვა მიმართულების დირექტორები, ასევე აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძე, გუბერნატორის მოადგილეები, ქალაქ ოზურგეთის მერიის ეკონომიკური განვითარება ქონების მართვის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი და სსიპ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო, გურია, ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსი გოჩა კანკავა.
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)