|
2017-01-16 19:04:45, 2274 ნახვა
სამართალი
NDI-ს კვლევის თანახმად, მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის, კრიმინალი მე-16 ადგილზეა
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის, კრიმინალი მე-16 ადგილზეა (3%). მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ხუთეული ასე გამოიყურება: 1. სამუშაო ადგილები (58%); 2. ფასების ზრდა/ინფლაცია (38%); 3. სიღარიბე - (30%); 4. ტერიტორიული მთლიანობა - (27%); 5. პენსიები - (24%). რაც შეეხება სხვა საკითხებს, 23%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებაა; 19%-სთვის - ხელფასები; 14%-სთვის - რუსეთთან ურთიერთობა; ასევე 14%-სთვის - განათლება. გამოკითხულთა მხოლოდ 8%-სთვის მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები, ასევე 8%-სთვის სამართლიანობის აღდგენა, 4%-სთვის სიტყვის თავისუფლება, 3-3%-სთვის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, სამართლიანი არჩევნები, კრიმინალი და სასამართლო სისტემა. ცნობისთვის, გამოკითხვა 2016 წლის 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1,8% NDI -ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (sida) და ატარებს CRRC-საქართველო.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)