|
2017-01-16 11:27:31, 867 ნახვა
საზოგადოება
NDI: მოსახლეობის უმეტესობა მერიისა და საკრებულოს მუშაობას ვერ აფასებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა მერიისა და საკრებულოს მუშაობას ვერ აფასებს. კერძოდ, კითხვაზე - რამდენად კმაყოფილი ან უკმაყოფილო ხართ, მერიის და საკრებულოს მუშაობის, გამოკითხულთა 38%-მა არ იცის როგორ მუშაობს საკრებულო, 3% - მუშაობით ძალიან უკმაყოფილოა, 20% - უკმაყოფილოა, 34% მიიჩნევს, რომ საკრებულო კარგად მუშაობს, ხოლო 3% - ძალიან კმაყოფილია. რაც შეეხება მერიის მუშაობას, 40%-მა არ იცის როგორ მუშაობს მერია, 5% - მერიის მუშაობით ძალიან უკმაყოფილოა, 22% - უკმაყოფილოა, 31% - დადებიტად აფასებს და კმაყოფილია, ხოლო 2% მერიის მუშაობით ძალიან კმაყოფილია. ამასთან, გამოკითხულთა 86%-მა აღნიშნა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში საკრებულოსთან შეხება არ ჰქონია, მაშინ როდესაც 14%-ს საკრებულოსთან შეხება ჰქონდა. გარდა ამისა, გამოკითხულთა 67% ბოლო 12 თვის განმავლობაში მერიასთან შეხება არ ჰქონდა, 11%-ს კი ჰქონდა. ცნობისთვის, NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კვლევის შედეგეის საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)