|
2017-01-16 11:24:51, 2356 ნახვა
ეკონომიკა
„ელიტ ელექტრონიქსმა“ 2016 წელი 15%-მდე ზრდით და წლის ბრენდის სტატუსით დახურა
2016 წელი როგორც გაყიდვების, ასევე მომგებიანობის კუთხით „ელიტ ელექტრონიქსისთვის" წარმატებული წელი იყო. კომპანიამ გასულ წელს 15%-მდე ზრდა დააფიქსირა საცალო გაყიდვების მიმართულებით 2015 წელთან მიმართებაში. საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდები იყო ტექნიკის სხვადასხვა კატეგორიების მიმართულებით: მობილურ ტელეფონებში 30%-მდე, ხოლო მსხვილი და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიმართულებით 20%-მდე ზრდა დაფიქსირდა. ასევე მომგებიანობის კუთხით კომპანიამ ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა. გასულ წელს „ელიტ ელექტრონიქსი“ დასახელდა წლის ბრენდად. 2016 წლის ადამიანებისა და კომპანიების - "ოქროს პერგამენტის" კანდიდატების სარეიტინგო შერჩევაში მონაწილეობა 100-მა ექსპერტ-სპეციალისტმა მიიღო. სარეიტინგო შერჩევის საფუძველზე შედგა ნომინანტების სია და გამოკითხვის ანკეტა, სულ საქართველოს მასშტაბით საკონსულტაციო-კვლევითი ჯგუფის GCG-ის მიერ გამოიკითხა 2157 რესპონდენტი, რომელთა უმრავლესობამ კომპანია „ელიტ ელექტრონიქსი“ 2016 წლის საუკეთესო ბრენდად დაასახელეს. „ელიტ ელექტრონიქსმა“ 2016 წელს 3 ახალი მაღაზია გახსნა, ერთერთი მათგანი კი დასავლეთ საქართველოში ტექნიკის ყველაზე დიდი მაღაზიაა, რომელიც ქალაქ ბათუმში მდებარეობს. „ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს უნიკალური კონცეფციის მაღაზიებს სთავაზობს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს უფრო მეტად კომფორტულ სივრცეში შეარჩიოს და შეიძინოს სასურველი ტექნიკა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „ელიტ ელექტრონიქსი“ პირველი მულტიბრენდული ტექნიკის მაღაზიათა ქსელია საქართველოში, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების შოურუმები, როგორებიც გახლავთ: Apple, Samsung, LG, Sony, Bosch, Siemens, Gorenje, Philips, Acer, Lenovo და სხვა. „ელიტ ელექტრონიქსი“ გახლავთ Samsung-ის და Apple-ის ავტორიზებული პარტნიორი, Bosch-ის, Siemens-ის, Gorenje-სა და Hitachi-ს ექსკლუზიური და ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოში. „ელიტ ელექტრონიქსი“ წლის განმავლობაში მასშტაბური აქტივობებით და კამპანიებით გამოირჩეოდა. კომპანიის TOM ცნობადობა ტექნიკის ბაზარზე უფრო მეტად გაიზარდა. ასევე შეგახსენებთ „ელიტ ელექტრონიქსი“ კვლევის მიხედვით იკავებს საქართველოს ტექნიკის ბაზრის ლიდერის პოზიციას და უჭირავს საცალო ბაზრის 43%-მდე წილი. „ელიტ ელექტრონიქსი“ დღესდღეობით საქართველოში ტექნიკის ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელით არის წარმოდგენილი. საუკეთესო პროდუქცია, ფართო და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი, საგარანტიო და გაყიდვის შემდგომი საუკეთესო მომსახურება, შეძენილი ნივთების ადგილზე მიტანა-მონტაჟი და მომსახურების მაღალი სტანდარტი - ყოველივე ეს განაპირობებს „ელიტ ელექტრონიქსის“ დღევანდელ სახელსა და ადგილს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე.
(R)
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)