|
2015-03-28 10:09:22, 737 ნახვა
სამართალი
შსს-მ ქრთამის აღების ფაქტზე სოციალური აგენტი დააკავა
შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს და დააკავეს სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტო”-ს მარნეულის რაიონული განყოფილების სოციალური აგენტი ლევან ნავერიანი. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან ნავერიანი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მინიჭების და სახელმწიფო შემწეობის დანიშვნაში დახმარებას დაჰპირდა. ლევან ნავერიანმა მოქალაქე ასევე დაარწმუნა, რომ მის ქონებრივ სტატუსს სოციალური აგენტი არ შეამოწმებდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით ყოველწლიურად მოითხოვა ერთი თვის შემწეობის თანხა 350 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხიდან 200 ლარი 2014 წლის ნოემბერში, ხოლო 150 ლარი 2015 წლის მარტში გამოართვა. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)