|
2017-01-13 16:54:29, 1026 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდში 47 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ზუგდიდში 47 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადასცა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, დევნილ ოჯახებს ახალი ბინების გასაღებები დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ და ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ გადასცეს. უწყების ცნობით, დემურიას ქუჩაზე, ადმინისტრაციული დანიშნულების შენობაში დევნილი ოჯახები წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ. სამინისტროს გადაწყვეტილებით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „თი ემ“-მა ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა, რომლის ღირებულებამ 1 711 630 ლარი შეადგინა. რეაბილიტაციის პერიოდში სამინისტრო აღნიშნულ ოჯახებს ქირის თანხით უზრუნველყოფდა. სამუშაოების დასრულების შემდგომ, დემურიას ქუჩაზე მცხოვრებმა დევნილმა ოჯახებმა, ახალი, თანამედროვე სტანდარტებით გარემონტებული ბინები მიიღეს. დარჩენილი 15 ბინა კი გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა. დემურიას ქუჩაზე არსებული 47 ბინიდან 14-ერთოთახიანია, 27-ოროთახიანი და 6-სამოთახიანი. 2012 წლიდან დღემდე, სამეგრელოს რეგიონში რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართი გადაეცა 343 დევნილ ოჯახს, ხოლო ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი 600 დევნილი ოჯახი გახდა. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში სახლი შეუსყიდა 400-ზე მეტ დევნილ ოჯახს. ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე უახლოეს მომავალში 2 კორპუსის მშენებლობა დასრულდება, სადაც ბინას 144 დევნილი ოჯახი მიიღებს. გარდა ამისა, მიმდინარეობს 4 კორპუსის მშენებლობა 288 დევნილი ოჯახისთვის. (NS)
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)