21:38 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-12 13:14:31, 1790 ნახვა

კომენტარი
ნარმანია ღამის კლუბებზე: პრემიერის დავალება დროული იყო

თბილისის მერის დავით ნარმანიას შეფასებით, ვარდების მოედანზე მდებარე კლუბებსა და ბარებთან დაკავშირებით ძალოვანი უწყებისთვის მიცემული პრემიერის დავალება დროული იყო.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, თუ სადმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ხდება, ის უნდა აღიკვეთოს.

„დედაქალაქის მოსახლეობის მხრიდან პერიოდულად ისმის ამ საკითხთან დაკავშირებით წუხილი. ასე რომ პრემიერის დავალება ჩემი აზრით იყო დროული და ძალიან მნიშვნელოვანი, იმისათვის, რომ საკითხი იქნას შესწავლილი და თუ კი სადმე რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ხდება უნდა იყოს აღკვეთილი. პერიოდულად იყო ამ საკითხზე რეაგირებები“,-აღნიშნა ნარმანიამ.

ცნობისთვის, გუშინ, მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა შს მინისტრს დაავალა, ვარდების მოედანზე მდებარე ბარებში არსებული ვითარებით დაინტერესდეს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას საზოგადოების მხირდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, რის გამოც, პრემიერმა მოგვიანებით განცხადება განმარტა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics