|
2017-01-12 11:16:31, 2196 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე ორიენტირებული, გაერთიანდება
„აწარმოე საქართველოში სწრაფი განვითარებისთვის“ - ამ სახელწოდებით მიმდინარე წლიდან ერთი ქუდისა და ბრენდის ქვეშ გაერთიანდება ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ექსპორტის ზრდაზეა ორიენტირებული. განახლებული პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია აცნობს. ღონისძიებას საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები, „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ბენეფიციარები, ასევე სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბრენდის ქვეშ გაერთიანდება ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოსა და საქართველოს საპარტნიორო ფონდის მეწარმეობის ხელშეწყობისთვის არსებული პროექტები. როგორც აღინიშა, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ერთიანი ქუდის ქვეშ დაგეგმილია სახელწმიფო მხარდაჭერის უკეთესი სტრუქტურიზება/სეგმენტირება და ეკონომიკის საჭიროებებზე უფრო უკეთ მორგება, ტექნიკური დახმარების გაძლიერება, სესხების გაცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, ასევე „აწაროე საქართველოს“ ფარგლებში ახალი, ინფრასტრუქტურის კომპონენტის დამატება, რომელიც გულისხმობს მეწარმეობისთვის მომიჯნავე ინსფრასტრუქტურის მოწყობაში მხარდაჭერას, ინდუსტრიული და სასტუმროების განვითარების მიმართულებით. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2 წელიწადია ხორციელდება. საქართველოში შეიქმნა ქართული პროდუქტი, ადგილობრივი კომპანიები უშვებენ ნაწარმს, რომელსაც შეუძლია ჩაანაცვლოს იმპორტი, ამ პროდუქციის ხელშეწყობის მიზნით თბილისის მერიის მხარდაჭერით ქალაქში შერჩეულ ლოკაციებზე იგეგემება საკვირაო გამოფენა-გაყიდვების ორგანიზება, სადაც საქართველოში ნაწარმოები ხარისხიანი პროდუქცია გაიყიდება. გარდა ამისა, „აწარმოე საქართველოში“ ბრენდის ქვეშ მსხვილ ჰიპერმარკეტებსა და სხვა სავაჭრო ობიექტებში ქართული პროდუქტის სადემონსტრაციო ბრენდირებული კუთხეები და დახლები მოეწყობა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და ასევე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში თანხმდებიან, რომ ხელს შეუწყობენ საჯარისო ნაწილებსა და პენიტენციალურ სისტემებში ქართული პროდუქტის მოხმარების ამაღლებას.
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)