|
2017-01-11 18:39:39, 2104 ნახვა
ეკონომიკა
ნინო ჯავახაძე: მსოფლიო ბანკის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახავს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის შეფასებით, მსოფლიო ბანკის მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივის 2017 წლის იანვრის გამოცემის პროგნოზი ასახავს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ სწორ რეფორმებს, მათ შორის 4 პუნქტიან გეგმას, რომელიც მიმართულია სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდაზე. „მსოფლიო ბანკის მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივის 2017 წლის იანვრის გამოცემის მიხედვით, საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2017 წლისთვის იქნება 5, 2 პროცენტი. ეს განსაკუთრებულად საგულისხმოა იმ კონტექსტში, რომ იგივე მსოფლიო ბანკის 2016 წლის ივნისის პროგნოზით, ეს მაჩვენებელი იყო 4,5 პროცენტი. ჩვენ გვაქვს პროგნოზებში გაუმჯობესება და ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როდესაც მსოფლიო ბანკის შეფასებით, მსოფლიო ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური ზრდა ჩვენს რეგიონში შემცირებულია და პროგნოზებიც ამ მიმართულებით გაუარესებულია. საქართველოს ეკონომიკური ზრდა ამ პროგნოზის მიხედვით იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში და ამ მაჩვენებლით ჩვენ გავუსწრებთ როგორც ჩვენს უშუალო მეზობლებს, ასევე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ. საქართველო 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მიხედვით უსწრებს ევროპისა და ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა; ბულგარეთი (3,2%), უნგრეთი (2,6%), პოლონეთი (3,1%), რუმინეთი (3.7%), ხორვატია (2,5%), მოლდოვა (2,8%), და სხვა. • საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2018 წლისათვის ასევე ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჯგუფში, ლიდერია მეზობელ ქვეყნებთან შედარებით და 5,3% შეადგენს.
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)