|
2017-01-10 15:46:41, 1029 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა
თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. მიხეილ ჯანელიძე თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს აჰმეთ აიდინს და თურქეთის პარლამენტის (დიდი ეროვნული მეჯლისი) წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველო-თურქეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე, პარლამენტთაშორისი თანამშრომლობისა და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობა აღნიშნეს. ამ მიმართულებით, ქართულმა მხარემ ნატო-ს ვარშავის სამიტის წინ თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მიღებული მხარდამჭერი განცხადებისთვის მადლიერება გამოხატა. ქართულმა მხარემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის ორი ქვეყნის კანონმდებელთა აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის წარმატება აღნიშნეს. აქცენტი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის პირველი ეტაპის დასრულებისა და სამხრეთის დერეფნის ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციის მნიშვნელობაზე გაკეთდა. თურქეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ანკარას ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მიმართ. შეხვედრის შემდგომ მინისტრმა თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან ერთად 2016 წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის ღამეს თურქეთის პარლამენტის შენობის დაზიანებული ნაწილი მოინახულა და მემორიალი ყვავილებით შეამკო.
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)