18:43 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-10 11:22:12, 917 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი

საქართველოს ტერიტორიაზე მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს იწვიმებს. ხვალიდან 13 იანვრამდე კი უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

დედაქალაქ თბილისში დღეს +10 გრადუსი სითბო და მცირე წვიმაა ნავარაუდევი, 11 იანვარს +6 გრადუსი სითბო და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 12 იანვარს დღე  უმეტესად უნალექოდ ჩაივლის  და +12 გრადუსი სითბო იქნება, 13 იანვარს ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება.

დასავლეთ საქართველოში დღეს ასევე  ნალექს ელოდებიან. ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება. ხოლო ხვალიდან 13 იანვრამდე ტემპერატურა +14 გრადუსამდე გათბება და უმეტესად უნალექო ამინდები იქნება, 13 იანვარს  კი  კვლავ ნალექს ვარაუდობენ. თუმცა, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 12 იანვარსაც ნალექს ელოდებიან (ოზურგეთი).

მაღალმთიან ადგილებში შედარებით დაბალი ტემპერატურაა ნავარაუდევი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics