|
2017-01-09 17:14:22, 1626 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ძაბირაძე: სააკაშვილს გადაწყვეტილი აქვს, დაშალოს ჯგუფი, რომელიც პარტიაში ერთპიროვნულ მმართველობას წინ აღუდგა
ექსპერტის პოლიტიკურ საკითხებში, ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი, პარტიაში ერთპიროვნული მმართველობის შენარჩუნებას ცდილობს. როგორც ძაბირაძემ აღნიშნა, სააკაშვილსა და მის გუნდს გადაწყვეტილი აქვს, პარტიიდან გააძევონ ის წევრები, რომლებიც ერთპიროვნულ მმართველობას წინ აღუდგნენ. „ვერცერთი სვლა მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმების გარეშე ვერ და არ მოხდებოდა. არ მგონია, რომ ნიკა მელია დამოუკიდებლად ღებულობდეს ასეთ გადაწყვეტილებას. სააკაშვილსა და მის გუნდს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ ჯგუფი, რომელიც წინ აღუდგა ერთპიროვნულ მმართველობას პარტიაში, პარტიიდან იქნას გაძევებული. დღევანდელი შეხვედრა, რომ არ ყოფილიყო, ისედაც ნათლად ჩანდა, რომ პარტიაში ერთიანობის შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ვიცით შედეგი, მაინც ძალიან საინტერესო იქნება რა განცხადებები გაკეთდება ყრილობაზე. ალბათ, სერგო რატიანის ჯგუფი, რომლიც წინ აღუდგა სააკაშვილის ერთპიროვნულ მმართველობას ყრილობაზე არ მივა. ჩემი აზრით ყრილობაზე მათ მიმართ მხოლოდ შეურაცხყოფა იქნება. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ყრილობა მიიღებს გადაწყვეტილებას და მეორე ჯგუფს დიდი ალბათობით გარიცხავენ პარტიიდან. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, როგორ გაიყოფა ფრაქცია და ვინ იქნება ამ ფრაქციაში“, - აღნიშნა ძაბირაძემ. ამასთან, ექსპერტი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ პარტიაში იდეოლოგიური დაპირისპირებაა. „დიდად არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ პარტიაში იდელოგიური დაპირისპირებაა, რა თქმა უნდა არა. აქ არის საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილმა დაინახა საფრთხე, რომ პარლამენტში შესული ჯგუფი მისგან ახდენდა დისტანცირებას და ამიტომ გააკეთა ის რაც გააკეთა. სააკაშვილი ცდილობს პარტიაში ერთპიროვნული მმართველობა შეინარჩუნოს“,-განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)