20:41 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-09 12:35:41, 1757 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ ღირებულებების ერთგულებას ვამტკიცებთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იერუსალიმში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო შეშფოთება გამოთქვა და ებრაელ ხალხს მიუსამძიმრა:

„მინდა,  გამოვხატო გულისტიკივილი და შეშფოთება იმ ტერორისტული  აქტის გამო, რომელიც გუშინ მოხდა ისრაელში. ქართველი მებრძოლები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მტკიცედ დგანან გლობალური უსაფრთხოების სადარაჯოზე და ტერორიზმის წინააღმდეგ.

ჩვენ ამ ღირებულებების ერთგულებას ვამტკიცებთ არა მხოლოდ სიტყვით,  არამედ საქმით.  დღესაც მხარს ვუჭერთ ისრაელის ხალხს და გმოვხატავთ მათ თანადგომას ამ მძიმე წუთებში, როცა ქვეყანაში ტერაქტი მოხდა. ჩვენ გვჯერა, რომ თანამშრომლობა კეთილი ნების ქვეყნებს შორის, თანამშრომლობა, რომელიც ეფუძნება ჩვენი სახელწმიფოებრიობის და  სახელმწიფო ინტერესების აღიარებას, მიგვიყვანს ეფექტურ გადაწყვეტამდე ტერორიზმის პრობლემისა, როგორც კონკრეტული ტერორისტული აქტებისა, რომელიც  ხდება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ისე იმ გლობალური პრობლემის გადასაწყვეტად, რომელსაც ჰქვია ISIS-ის პრობლემა და  რომელიც  კაცობრიობის კეთილი ნების და ღირებულებების მატარებელმა ქვეყნებმა ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ისრაელის პრეზიდენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics