|
2017-01-09 10:21:59, 1997 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
უილსონი: ისევ გაურკვეველია, რა პოლიტიკას გაატარებს ახალი ადმინისტრაცია საქართველოს მსგავსი ქვეყნების მიმართ
ჯერ ისევ გაურკვეველია, რა პოლიტიკას გაატარებს ახალი ადმინისტრაცია საქართველოს მსგავსი ქვეყნების მიმართ, - ამის შესახებ აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც ვილსმა აღნიშნა, პოლიტიკის შესამუშავებლად ბევრი სამუშაოა გასაწევე და მანვე დასძინა, რომ აშშ-ის სენატი მხარს უჭერს საქართველოს, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. "სენატი და სენატორები ამბობენ, რომ მათთვის ყველაფერი ცხადია, რომ აქვთ სტრატეგია და აპირებენ სენატის, როგორც საკანონმდებლო ორგანოს, უფლებამოსილების გამოყენებას, რათა დაეხმარონ ადმინისტრაციას ისეთი პოლიტიკის შემუშავებაში, რომელიც რუსეთს აშშ-ის ინტერესების მოწინააღმდეგედ წარმოაჩენს, შეზღუდავს ადმინისტრაციის ნაბიჯებს, რომელიც მან შესაძლოა მოსკოვთან მიმართებაში გადადგას და მკაფიოდ იტყვის, რომ ჩვენი ურთიერთობები ნატოელ მოკავშირეებსა და ბალტიის ქვეყნებთან ხელშეუვალია და რომ აშშ-ის სენატი მხარს უჭერს საქართველოს, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა უილსონმა. ამასთან, დეიმონ უილსონმა საქართველოში სენატორების ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ვიზიტს წინასწარ განზრახული ამოცანები ჰქონდა. "სენატორ მაკკეინის, სენატორ გრემისა და სენატორ კლობუჩარის საქართველოში სტუმრობა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. სენატორები შეეცადნენ, დაეგზავნათ მკაფიო შეტყობინებები. მათ იმოგზაურეს ბალტიისპირეთში, შემდეგ უკრაინასა და საქართველოში, რათა მოკავშირეები და პარტნიორები - და სენატორმა მაკკეინმა თქვა, რომ ის საქართველოში მოკავშირეს ხედავს - ამ ქვეყნების მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერაში დაერწმუნებინათ. ამავე დროს, სენატორების გზავნილები ვაშინგტონისა და მოსკოვისთვისაც იყო განკუთვნილი. მოსკოვის გასაგონად ითქვა, რომ იმის მიუხედავად, თუ რა ისმის ხელისუფლების გადაბარების ფონზე, ან პირადად არჩეული პრეზიდენტისაგან, აშშ-ის კონგრესი და სენატი გააგრძელებენ მოკავშირეთა ძლიერ მხარდაჭერას, ეჭვითა და შეშფოთებით შეხედავენ რუსეთის ქმედებებს და იმოქმედებენ უფლებამოსილების ფარგლებში, რათა აშშ წინ აღუდგეს პუტინის ავანტურიზმს და მხარი დაუჭიროს სანქციებს. ვაშინგტონისათვის განკუთვნილი გზავნილი იყო ის, რომ სენატს ჩამოყალიბებული მოსაზრებები აქვს რუსეთის შესახებ, რომ ამ მოსაზრებებს ვერავინ წაუყრუებს და ყველა იმოქმედებს შესაბამისად. ვფიქრობ, გაურკვევლობაში, რაც ტრანზიციას ახლავს, სენატორ მაკკეინს, სენატორ გრემსა და სენატორ კლობუჩარს სურდათ, ორპარტიული სიცხადე შეეტანათ იმ საკითხში, რომ ჩვენ ვიცით, რას აკეთებს რუსეთი, გვსურს, უკეთ ავუხსნათ საკითხი ამერიკელ ხალხს და ამავე დროს, მხარში დავუდგეთ ამერიკის მოკავშირეებსა და პარტნიორებს რეგიონში", - აღნიშნა უილსონმა. მისივე განმარტებით, სენატორების ძირითადი გზავნილი იყო, რომ შეერთებულ შტატებში ხელისუფლების გადაბარების მიუხედავად, გაგრძელდება საქართველოს სახელმწიფოსა და მისი დემოკრატიის მხარდაჭერა; "ასევე, აშშ-მ მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს და განავითაროს დემოკრატიული ინსტიტუტები და გააგრძელოს ეკონომიკური რეფორმები და რა თქმა უნდა, რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად ადგილნაცვალ პირთა მონახულება ნიშნავდა, რომ ეს საკითხი არაა დავიწყებული, რომ არ ვაპირებთ პრობლემის უგულვებელყოფას და მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თუ გახსოვთ, რუსეთი ყოველთვის ცდილობს აშშ-ში ხელისუფლების გადაბარების პროცესით სარგებლობას და ამერიკის ახალ პრეზიდენტთან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას იმ იმედით, რომ მას ეტყვიან, „რაც იყო, იყო, მოდით, რაიმე ახალი შევქმნათ.“ ასეთია პუტინის სტრატეგია, დაიმტკიცოს ის, რაც მოიპოვა, მაგრამ სენატორი მაკკეინი, სენატორი გრემი და სენატორი კლუბუჩარი მას მკაფიოდ პასუხობენ, ‘მოითმინეთ, თქვენ დაუსჯელად ვერ გააგრძელებთ იმის კეთებას, რას საქართველოში ჩაიდინეთ", - განაცხადა მან.
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)