|
2017-01-06 11:53:03, 1061 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ის საელჩო: ერთად მივავლინოთ კაპიტანი ვარსკვლავთა მატჩზე
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის „ყველა ვარსკვლავის“ შუალედურ მონაცემებში ზაზა ფაჩულიას მეორე ადგილს საქართველოში აშშ-ის საელჩო ეხმაურება. „ზაზა მეორე ადგილზეა და სწორედ ახლაა ყველაზე მეტი მონდომება საჭირო. ერთად მივავლინოთ კაპიტანი ვარსკვლავთა მატჩზე! ხმის მიცემა შესაძლებელია nba.com/vote გვერდიდან, გუგლის საძიებო გვერდიდან, ტვიტერიდან და, რა თქმა უნდა, ფეისბუქიდან. დაპოსტეთ საჯაროდ დღეში ერთხელ: #NBAVOTE Zaza Pachulia“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში. ცნობისთვის, შუალედური შედეგების თანახმად, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია თავის კონფერენციაში ხმების მიხედვით მე-2 ადგილს იკავებს. მას ამ დროისთვის 439 675 ხმა აქვს და მხოლოდ თავისი თანაგუნდელი „გოლდენ სტეიტიდან", კევინ დურანტი უსწრებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)