|
2017-01-06 11:43:18, 964 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სამინისტრომ ქუთაისში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაიწყო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ქუთაისში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაიწყო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება იმერეთის რეგიონსა და თბილისში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს 2017 წლის 20 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ. განაცხადები მიიღება შემდეგ მისამართებზე: თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს მისაღები ცენტრი; ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, ხუბულავას ქ. N6. ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა ჯამში 387 დევნილ ოჯახს გადაეცემა: შერვაშიძის ქ. N53 – 160 ბინა; აღმაშენებლის ქ. N12 – 184 ბინა; ერისთავის ქ. N7 – 43 ბინა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)