|
2017-01-05 19:52:48, 1281 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი New Studio-ს მიერ დამზადებულ ვიდეო რგოლს გამოეხმაურა
სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი სარეკლამო რგოლს – „სანტას თოვლის ბაბუამ წაასწრო" გამოეხმაურა. როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ზემოხსენებული ვიდეო რგოლი, რომელიც New Studio-მ დაამზადა, ბავშვის უფლებებს არღვევს და კომპანიას რეკლამის გავრცელების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ინტერნეტით გავრცელებული ვიდეო რგოლი, სადაც ქართველი თოვლის ბაბუა სანტა კლაუსს კლავს, ვინაიდან ფიქრობს, რომ „ნამდვილი კაცი კარიდან შემოდის", აღნიშნულ სცენას კი მცირეწლოვანი ბავშვი ესწრება, მავნე ზეგავლენას ახდენს როგორც მასში მონაწილე ბავშვზე, ასევე სხვა არასრულწლოვნებზე, რომელთა დიდ ნაწილს, მიუხედავად კლიპზე მითითებული 18 წლამდე ასაკის ადამიანთათვის ნახვის შეზღუდვისა, თავისუფლად მიუწვდება ხელი ამ ვიდეო რგოლზე", - ნათქვმია განცხადებაში. ცნობისთვის, კომპანია New Studio-მ ვიდეო რგოლი გაავრცელა, სადაც ჩოხაში ჩაცმული თოვლის პაპა, სანტა კლაუსს კლავს. შინაარსიდან გამომდინარე "ექსპრესნიუსი" ვიდეოს არ ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)