|
2017-01-05 12:38:10, 1422 ნახვა
საზოგადოება
„ყაზტრანსგაზი“: აბონენტების მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მატებაზე გავლენა ტემპერატურის მკვეთრმა კლებამ მოახდინა
კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისში“ ბუნებრივი აირის გადასახადის გაზრდილ რაოდენობასთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბუნებრივი აირის დანახარჯის გაზრდა მოხმარების გაზრდისგანაა გამოწვეული, რაც ზამთრის პერიოდში ტემპერატურის კლებას უკავშირდება: „ჩვენი აბონენტების მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გარემო ტემპერატურის მკვეთრმა კლებამ. დეკემბრის თვეში დღის საშუალო ტემპერატურა 5-8 გრადუსით დაბალი იყო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ნებისმიერ აბონენტს, დაინტერესების შემთხვევსში, შეუძლია თვითონვე დაიანგარიშოს მომხმარებული ბუნებრივი აირის როგორც მოცულობა, ასევე ღირებულება, ხოლო თუ აბონენტს ეჭვი ეპარება მრიცხველის გამართულ მუშაობაში, შეუძლია მოგვმართოს ჩვენ ცხელ ხაზზე 2 40 40 04“,-ამბობენ კომპანიაში. მათივე თქმით, გაზის ხარისხზე პასუხისმგებელი გაზის ტრანსოპრტირების კომპანიაა და დღეის მდგომარეობით, ხარისხი სტანდარტებს შეესაბამება. 2016 წლის ბოლო თვეში დედაქალაქის მოსახლეობამ ბუნებრივი აირის დანახარჯის მკვეთრად გაზრდილი ქვითრები მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)