|
2017-01-05 10:40:27, 1141 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორობის კანდიდატებს - ნინო ზაუტაშვილსა და ვასილ მაღლაფერიძეს დღეს მოუსმენენ
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის ორ კანდიდატს- ნინო ზაუტაშვილსა და ვასილ მაღლაფერიძეს დღეს მოუსმენენ. 11:00 საათზე გასაუბრება ვასილ მაღლაფერიძესთან იქნება, 13:00 საათზე კი- ნინო ზაუტაშვილთან. გასაუბრების პირველი ეტაპი გუშინ დასრულდა. საკუთარი გეგმები ბორდს თინათინ ბეერძენიშვილმა, ნათია კუპრაშვილმა და ზაალ ანჯაფარიძემ გააცნეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა. ხმების რაოდენობა ასე გადანაწილდა: ზაალ ანჯაფარიძე - 6, ვასილ მაღლაფერიძე - 6 , ნინო ზაუტაშვილი - 5, თინათინ ბერძენიშვილი - 8, ნათია კუპრაშვილი - 8. საბოლოო კენჭისყრა 6 იანვარს გაიმართება. რვაკაციანი ბორდი, ფარული კენჭისყრით, ახალ გენერალურ დირექტორს აირჩევს. ასარჩევად საბჭოს მინიმუმ ხუთი ხმაა საჭირო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)