|
2017-01-04 16:07:30, 1309 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია პატრიარქს 84 წლის იუბილეს ულოცავს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 84 წლის იუბილეს ულოცავს. „თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, მსურს მოგილოცოთ დაბადების დღე. გისურვოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და კვლავინდებურად სულიერი სიძლიერე ქართველი ერის გასამხნევებლად, ქართული სამოციქულო ეკლესიის მრევლის რწმენაში განსამტკიცებლად და დედა სამშობლოს კეთილდღეობისთვის თქვენი ღვთივსათნო ლოცვების აღსავლენად, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს იძულებით დანაწევრებულ ქვეყანას. განუზომლად დიდია თქვენი ამაგი ქართული სულის გამოცოცხლებაში, ეროვნულ იდენტობასთან დაბრუნებასა და უმეცარი შვილების შერიგების ხანგრძლივ პროცესში.მაგრამ, თქვენი მამობრივი სიყვარულით აღსავსე ღვაწლს თავისი წვლილი შეაქვს ერთიანი, ძლიერი და ტოლერანტული ფასეულობების მქონე სახელმწიფოს შენებაში. მსურს განგიახლოთ ჩემი პატივისცემა და კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დაბადების დღე. ღმერთმა გიმრავლოთ სიცოცხლის დღენი“, - ნათქვამია ვახტანგ ყოლბაიას განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)