|
2017-01-04 10:24:25, 985 ნახვა
საზოგადოება
საზმაუს გენდირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფომრაციით, ხმების რაოდენობა ასე გადანაწილდა: ზაალ ანჯაფარიძე - 6, ვასილ მაღლაფერიძე - 6 , ნინო ზაუტაშვილი - 5, თინათინ ბერძენიშვილი - 8, ნათია კუპრაშვილი - 8. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ტურში გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება დღეიდან დაიწყება. პირველი გასაუბრება 11:00 საათზე ზაალ ანჯაფარიძესთან იქნება, 13:00 საათზე თინათინ ბერძენიშვილთან, 15:00 საათზე ნათია კუპრაშვილთან. ხოლო 5 იანვარს, 11:00 საათზე გასაუბრება ვასილ მაღლაფერიძესთან იქნება, 13:00 საათზე კი- ნინო ზაუტაშვილთან. მეორე ტურში გადასული კანდიდატები 4 და 5 იანვარს საკუთარ კონცეფციებს წარადგენენ, საბოლოო კენჭისყრა 6 იანვარს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)