|
2017-01-03 14:22:20, 1074 ნახვა
საზოგადოება
ჟურნალმა Vogue-მა საქართველო 2017 წელს ათ საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებას შორის დაასახელა
პოპულარულმა ჟურნალმა Vogue-მა 2017 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სია გამოაქვეყნა, სადაც ტოპ-ათეულში საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა. Vogue-ის ჟურნალისტის, ჯენ მერფის თქმით, „საქართველო ბოლო წლებში საუცხოო ღვინით ძალიან პოპულარული გახდა, მაგრამ ღვინის გარდა, ქვეყანაში ბევრი საინტერესო სანახაობისათვის მოგზაურობენ. მისი თქმით, საქართველოს დედაქალაქი თბილისი ახალგაზრდებისთვის ბრუკლინის სტილის გასართობ ცენტრად იქცა და ქვეყანა ცნობილი გახდა ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის. "საქართველო მზად არის მოთხილამურეებისათვის და სნოუბორდის მოყვარულებისთვის ზამთრის ტურისტული მიმართულების ახალ ცენტრად იქცეს. ზამთრის სპორტის მოყვარულებს საქართველოში კავკასიონის მთების ხელშეუხებელი რელიეფი იზიდავთ."-წერს ჯენ მერფი. საქართველოს გარდა Vogue-ის საუკეთესო ათეულშია: ომანი, მალაიზია, მადაგასკარი, შრი-ლანკა, ტრინიდადი და ტობაგო, აიდაჰო,(აშშ) იორდანია, დანია და კოლუმბია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)