|
2017-01-03 14:16:19, 2995 ნახვა
ეკონომიკა
თამბაქოს ნაწარმზე, ნავთობპროდუქტებსა და მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა
პირველი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე,ნავთობპროდუქტებსა და მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 29 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე დაანონსა. „თამბაქოს ფასი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თამბაქოს პროდუქციისადმი სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და აქციზის გადასახადის ზრდა ამის გამოძახილი იქნება. ამასთანავე ვგეგმავთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების კონტროლის გააქტიურებას”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე განმარტებით, „აქციზის განაკვეთი გაიზრდება იმპორტირებულ ავტომობილებზეც. „თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს , რომ ის რეგიონის ქვეყნებში არსებულ განაკვეთებზე რამდენჯერმე დაბალი იქნება”,-განაცხადა კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, მთავრობამ თამბაქოზე აქციზის გადასახადი პირველად 2013 წლის 1 სექტემბერს გააძვირა. ერთ ყუთი ადგილობრივი წარმოების და იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე აქციზი გაიზარდა 60 თეთრიდან 75 თეთრამდე, ხოლო უფილტრო სიგარეტზე აქციზის არსებული განაკვეთი – 15 თეთრიდან 20 თეთრამდე.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)