|
2017-01-03 10:28:03, 1429 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ თბილსერვისის, მეტროპოლიტენისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა
თბილისის მერი ოჯახთან ერთად ვარდების მოედანზე საახალწლო კონცერტს დაესწრო, კონცერტის შემდეგ დავით ნარმანიამ ახალი წელი პირადად მიულოცა მათ, ვინც დღესასწაულის მიუხედავად, ახალი წლის ღამეს პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ასევე თბილისის მერის მოადგილეები, გიგა ნიკოლეიშვილი და ნატო ქიტიაშვილი იმყოფებოდნენ. თბილისის მერმა პირველად ახალი წელი "თბილსერვისისა" და მეტროპოლიტენის თანამშრომლებს მიულოცა, შემდეგ კი საახალწლო საჩუქრები თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს გადასცა. „მინდა ყველას მივულოცო 2017 წლის დადგომა. წარმატებების, ბედნიერების და ჩვენი ქვეყნის გამთლიანების წელიწადი ყოფილიყოს. 2016 წელი დასრულდა ისე, რომ მაქსიმალური წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ 2017 წელი თითოეული ჩვენგანისთვის იყოს უკეთესი წელიწადი და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება", - განაცხადა დავით ნარმანიამ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)